არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2013 წლის 14 ოქტომბერი
კენია

კენიაში შეიარაღებული მამაკაცები სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და სროლა ატეხეს

კენიაში შეიარაღებული მამაკაცები სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და სროლა ატეხეს

2013 წლის 21 სექტემბერს, შაბათს შეიარაღებული მამაკაცები შეიჭრნენ ნაირობის (კენია) სავაჭრო ცენტრში და სროლა ატეხეს. დაახლოებით 67 ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 175 დაშავდა. როგორც იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, სროლის დროს სავაჭრო ცენტრში რამდენიმე იეჰოვას მოწმე იმყოფებოდა, მაგრამ მათ მოახერხეს გაქცევა და მათგან არავინ დაშავებულა. ჯოსფატ მაკორი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი კენიაში, აღნიშნავს: „ამ ტრაგედიამ მთელი მოსახლეობა შეძრა. ჩვენ ვიზიარებთ მათ მწუხარებას, ვინც დაღუპულ ახლობლებს გლოვობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სულიერი და პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ მოყვასს ამ უმძიმეს წუთებში“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

კენია: ჯოსფატ მაკორი, ტელ. +254 20 387 3211