წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 22 სექტემბერი
კანადა

კანადის მთავრობის წარმომადგენლები მადლობას უხდიან იეჰოვას მოწმეებს

კანადის მთავრობის წარმომადგენლები მადლობას უხდიან იეჰოვას მოწმეებს

ტორონტო — 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კანადის ფილიალმა ორგანიზება გაუწია სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიას, რომელშიც დაახლოებით 150-მა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზება გაეწია მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 დაშორებული ტერიტორიის მონახულებას კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში.

რუკაზე ყვითლად მონიშნულ იმ 35 ინუიტ დასახლებაში, სადაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ, 32 000 ადამიანი ცხოვრობს. ის ტერიტორიები და პროვინცია, რომლებიც კამპანიამ მოიცვა, მწვანედაა დაფერილი

მოწმეები ჯგუფურად ქადაგებდნენ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მოიცავს ტერიტორიას აკლავიკიდან (ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები) დასავლეთ კანგიკსუალუდჯუაკის ჩათვლით (კვებეკი, აღმოსავლეთი); ეს რეგიონი მთლიანობაში 3 300-ზე მეტ კილომეტრზეა გადაჭიმული. ვინც ამ სპეციალურ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, თავად დაფარა მგზავრობის ხარჯები. ზოგს მოუწია თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა, რომლის საფასურიც რამდენიმე ათას დოლარს შეადგენდა.

ერთ-ერთი ქალაქი, სადაც მოწმეები ჩავიდნენ, იყო პოლატუკი; იქ დაახლოებით 300 მოსახლეა. ქალაქი მდებარეობს ბიფორტის ზღვის სანაპიროზე (ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიის ჩრდილოეთ რეგიონი)

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს თანხმობით ითარგმნა ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ ინუიტურ ენაზე. ამ ენაზე დაახლოებით 35 000 ადამიანი საუბრობს კანადაში და ოფიციალურ ენადაა აღიარებული ნუნავუტსა და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე.

იეჰოვას მოწმეების ვიზიტთან დაკავშირებით აკლავიკის სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ველმა ილასიაკმა აღნიშნა: „მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ თქვენი ლიტერატურა ... გვინდა, ვითხოვოთ წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ ორივე ტომი თითოეული მოსწავლისთვის ... გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ, რომ დრო გამოყავით და ესტუმრეთ ჩვენს მხარეს და მოინახულეთ ჩვენი სკოლა.

მას შემდეგ, რაც კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ივუჯივუკის მერი, ბატონი პიტერ იაიტუკი ესაუბრა იეჰოვას მოწმეებს და ნახა ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“, ორი საათი დაჰყო სტუმრებთან ერთად და თავისი მანქანით დაათვალიერებინა ქალაქი. მან აგრეთვე აეროპორტში წაიყვანა ისინი და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, დეივიდ კრეამორი ქალაქ ივუჯივიკის მერს, ბატონ პიტერ იაიტუკის უჩვენებს ვიდეორგოლს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი კანადაში, მეტიუ როზონი აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით სთავაზობენ ბიბლიის შესწავლას ყველას. ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო სპეციალურ კამპანიაში, თვლიან, რომ ის შედეგები, რაც დაშორებულ ტერიტორიებზე ქადაგებას მოჰყვა, ნამდვილად ღირდა დროისა და ძალისხმევის ფასად“.

ორთვიანი კამპანიის დროს მოწმეებმა 37 000-ზე მეტი ბიბლიური ლიტერატურა გაავრცელეს. თითქმის 600-მა ადამიანმა მოითხოვა განმეორებით მონახულება, რათა გაეგრძელებინათ მოწმეებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

კანადა: მეტიუ როზონი, ტელ. +1 718 560 5000

 

კუუჯუარაპიკის აეროპორტი კვებეკში

იეჰოვას მოწმეების ჯგუფი ჩავიდა ქალაქ კუუჯუარაპიკში, რომელიც ჰუდსონის ყურეში, აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს

სალუიტი, კვებეკი

ქალაქი სალუიტი მდებარეობს კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც 1 300-ზე მეტი მოსახლეა

ივუჯივიკი, კვებეკი

ქალაქი ივუჯივიკიც კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც 400-მდე მოსახლე ცხოვრობს

ივუჯივიკი, კვებეკი

ქალაქ ივუჯივიკის მერმა, ბატონმა პიტერ იაიტუკმა დეივიდ კრეამორს ქალაქი დაათვალიერებინა

ივუჯივიკი, კვებეკი

ინუიტი ახალგაზრდა უყურებს ვიდეორგოლს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“

პოლატუკი, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები

ერთ მწკრივად ჩაყოლებული სახლები ბიფორტის ზღვაში შეჭრილ ვიწრო სანაპიროზე. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 300 ადამიანს

იმიუჯაკი, კვებეკი

ინუიტმა ოჯახმა ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, ჯულიენ პინარდი, შინ შეიპატიჟა ბიბლიურ თემებზე სასაუბროდ. ქალაქში ცხოვრობს 450 მოსახლე

იმიუჯაკი, კვებეკი

კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქის მაცხოვრებლები როქსანა პინართან ერთად (მარჯვნივ), რომელიც საქადაგებლად ჩავიდა ამ ტერიტორიაზე

პუვირნიტუკი, კვებეკი

ქალაქი, სადაც დაახლოებით 1 700 მოსახლე ცხოვრობს, კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს