წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 1 ნოემბერი
იტალია

დამანგრეველი მიწისძვრები ცენტრალურ იტალიაში

დამანგრეველი მიწისძვრები ცენტრალურ იტალიაში

2016 წლის 30 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. 1980 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე დიდი მიწისძვრა იტალიაში. თავდაპირველი მონაცემებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია; დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი.

მიწისძვრას, რომელიც ქალაქ ნორჩასთან ახლოს დაფიქსირდა, წინ უძღოდა ორი მიწისძვრა. პირველი მიწისძვრა 26 ოქტომბრის საღამოს დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.5 ბალს შეადგენდა. 2 საათის შემდეგ მიწისძვრა კვლავ განმეორდა, რომლის სიმძლავრეც 6.1 ბალი იყო.

ეს მიწისძვრები 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დაფიქსირდა. როგორც უკვე ცნობილია, აგვისტოში მიწისძვრას თითქმის 300 ადამიანი ემსხვერპლა.

იტალიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, რომ ოქტომბერში მომხდარი მიწისძვრების შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა; თუმცა 26 ოქტომბერს სტიქიის შედეგად იეჰოვას მოწმეების 2 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და ბევრი სხვა მოწმის სახლი დაზიანდა. ადგილობრივი უხუცესები არ წყვეტენ კავშირს სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოწმეებთან, რათა ახალი ინფორმაცია მიიღონ მათ შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ იმ მოწმეებს, რომლებსაც აგვისტოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან დღემდე უწევთ გამკლავება. სტიქიის ზონაში მცხოვრები იტალიელები, მათ შორის იეჰოვას მოწმეები სახლებში არ რჩებიან და მანქანებში და კარვებში იძინებენ. ზოგი მოწმე კი სამეფო დარბაზებს (თაყვანისცემის ადგილი) აფარებს თავს.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც მთავარ სამმართველოში მსახურობს, ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას. იგი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს დაზარალებულთა დასახმარებლად. იტალიაში 251 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

იტალია: კრისტიანო დი ბლასიო, ტელ. 39-06-872941