წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2013 წლის 12 ნოემბერი
ინდოეთი

ინდოეთს თავს დაატყდა ციკლონი „ფაილინი“

ინდოეთს თავს დაატყდა ციკლონი „ფაილინი“

2013 წლის 12 ოქტომბერს ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორისასა და ანდჰრა-პრადეშის შტატებს ძლიერი ციკლონი „ფაილინი“ დაატყდა თავს. ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი, რაც კი ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარა ინდოეთში. ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევდა. ამ მე-4 კატეგორიის ციკლონმა უსახლკაროდ დატოვა ასობით ათასი ადამიანი ორისას შტატში; ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 43 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოწოდებული ცნობების თანახმად, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა. სანამ ციკლონი „ფაილინი“ სანაპირომდე მიაღწევდა, იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ინდოეთში ორგანიზება გაუწია დაახლოებით 70 მოწმის ევაკუაციას ანდჰრა-პრადეშის შტატიდან. უსახლკაროდ დარჩენილი მოწმეები თანამორწმუნეებმა შეიფარეს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ინდოეთი: ტობიას დიასი, ტელ. +91 9845476425