წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 29 აპრილი
იაპონია

მიწისძვრა იაპონიაში

მიწისძვრა იაპონიაში

2016 წლის 14 და 16 აპრილს სამხრეთ იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 6.5 ბალს შეადგენდა, ხოლო მეორე მიწისძვრის — 7.3 ბალს. მიწისძვრის შემდეგ ასობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის ზონაში იეჰოვას მოწმეების 70-ზე მეტი კრებაა. საბედნიეროდ, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც მძიმედ დაშავებულა. თუმცა სერიოზულად დაზიანდა მოწმეების 70-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო 17 — დაინგრა. იმის გამო, რომ მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, 400-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ დატოვა სტიქიის ზონა. მათ სამეფო დარბაზებსა თუ თაყვანისცემის სხვა ადგილებში აღმოუჩინეს თავშესაფარი და უზრუნველყვეს საკვებით. იაპონიაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ჩამოაყალიბა. ამ კომიტეტში მომსახურე და-ძმები, რომელთაც სამშენებლო გამოცდილება აქვთ, დაზარალებულთ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

იაპონია: იჩიკი მაცუნაგა, ტელ. +81 46 233 0005