წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2013 წლის 14 ოქტომბერი
დომინიკელთა რესპუბლიკა

მოწმეებმა დომინიკელთა რესპუბლიკაში პირველად ჩაატარეს არაკათოლიკური საქორწინო ცერემონიალი, რომელსაც კანონიერი ძალა ჰქონდა

მოწმეებმა დომინიკელთა რესპუბლიკაში პირველად ჩაატარეს არაკათოლიკური საქორწინო ცერემონიალი, რომელსაც კანონიერი ძალა ჰქონდა

2013 წლის 28 აგვისტოს დომინიკელთა რესპუბლიკაში ორი იეჰოვას მოწმე დაქორწინდა. მათი საქორწინო ცერემონიალი მართლაც ისტორიული მნიშვნელობის იყო ამ ქვეყნისთვის. დომინიკელთა რესპუბლიკასა და ვატიკანს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ჯერ კიდევ 1954 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ქორწინება არ ითვლებოდა კანონიერად, თუ საქორწინო ცერემონიალს არ უძღვებოდა კათოლიკური ეკლესია ან ქორწინების სარეგისტრაციო სამსახური. ამიტომ, იეჰოვას მოწმეებს რელიგიური ცერემონიალის გარდა, ქორწინების სარეგისტრაციო სამსახურშიც უნდა გაეტარებინათ თავიანთი ქორწინება. მაგრამ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანაში უკვე კანონიერი ძალა მიანიჭეს სხვა რელიგიური მიმდინარეობების, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა მიერ ჩატარებულ საქორწინო ცერემონიალებს. სწორედ ამა წლის 28 აგვისტოს შეიქმნა ქვეყანაში პირველი არაკათოლიკური საქორწინო ცერემონიალის პრეცედენტი.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

დომინიკელთა რესპუბლიკა: ხოსე ფელისი, ტელ. +1 809 595 4007