წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 3 დეკემბერი
დანია

იეჰოვას მოწმეები ხელს უწყობენ უსისხლო ქირურგიის დანერგვას დანიაში

იეჰოვას მოწმეები ხელს უწყობენ უსისხლო ქირურგიის დანერგვას დანიაში

კოპენჰაგენი, დანია — დანიის ყველაზე რეიტინგული ჟურნალ-გაზეთები და ტელეგადაცემები იუწყებიან, რომ დედაქალაქის რეგიონის მედიკოსთა კავშირი სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ მეთოდს ნერგავს. ერთ-ერთ გაზეთში (Kristeligt Dagblad) აღნიშნულია: „დადგინდა, რომ უფრო და უფრო მეტ პაციენტს შეუძლია სისხლის გარეშე იმკურნალოს“. გაზეთში აგრეთვე ნათქვამია: „სწორედ იეჰოვას მოწმეების დამსახურებაა, რომ უსისხლო ქირურგია დაინერგა“. თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო 8 000 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მთელ მსოფლიოში, მათ შორის დაახლოებით 14 000 მოწმე დანიაში, უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე, თუმცა მათ სურთ, საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს მიმართონ.

როგორც ცნობილია, დონორის სისხლი ყველაზე დიდი რაოდენობით დანიის საავადმყოფოებში გამოიყენება და ეს მაჩვენებელი 50—100 პროცენტითაც კი აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საავადმყოფოებში არსებულ მაჩვენებელს. ერთ საინფორმაციო ვებ-გვერდზე (Politiken) გამოქვეყნებული იყო სტატია „უსისხლო ქირურგია უფრო და უფრო ვითარდება“, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეები ექიმებს უბიძგებენ, შეისწავლონ ის ალტერნატიული მეთოდები, რომელთაც ისეთ შემთხვევებში გამოიყენებენ, როცა, ჩვეულებრივ, ექიმები სისხლის გადასხმას მიმართავენ. იეჰოვას მოწმე პაციენტების მკურნალობის დროს ზოგმა ექიმმა სისხლის დაზოგვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება დაიწყო, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ოპერაციის წინ ერითროპოეტინის, რკინის პრეპარატების და ბ ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის, ხოლო ოპერაციის დროს ანტიფიბრინოლიტიკების გამოყენება. ადგილობრივი გაზეთის თანახმად, „ყოველწლიურად ხუთიდან ათამდე იეჰოვას მოწმეს სკეჟბის უნივერსიტეტთან არსებულ კლინიკაში (ორჰუსი) გულზე სერიოზული ოპერაცია უკეთდება“ სისხლის გადასხმის გარეშე (Copenhagen Post).

დანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო უნივერსიტეტი და სპეციალიზებული კლინიკა (Rigshospitalet), სადაც 2009 წელს დედაქალაქის რეგიონში სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური პროექტი აამუშავეს

როგორც დანიაში მედიკოსთა კავშირმა დაადასტურა, დღეს არაერთი კლინიკური მტკიცებულება არსებობს, რომ სისხლის გადასხმა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული. კოპენჰაგენში ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში (Rigshospitalet) 2009 წელს სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური პროექტი აამუშავეს. როგორც ერთი გაზეთი იტყობინება (Berlingske), ამის შედეგად მნიშვნელოვანწილად შემცირდა დონორის სისხლის გამოყენება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო პაციენტებში „გართულებებისა და სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებასაც“. დედაქალაქის რეგიონში არსებული საავადმყოფოების უმეტესობა შეუერთდა ამ პროექტს და სხვა რეგიონებში განთავსებული კლინიკებიც გეგმავენ, მიჰბაძონ მათ.

ზემოხსენებულ გაზეთში აგრეთვე მოყვანილი იყო მეცნიერ-მუშაკის, დოქტორ მორტენ ბაგე ჰანსენის სიტყვები, რომელიც კოპენჰაგენის კლინიკაში (Rigshospitalet) სისხლის ბანკის ხელმძღვანელია. მისი თქმით, წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ დანიაში საგრძნობლად იკლო დონორის სისხლის გამოყენებამ, რაც ნამდვილად ემსახურება პაციენტების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დანიაში გამომავალი ერთი გაზეთი (Kristeligt Dagblad) და სამაუწყებლო კომპანია (Denmark Radio) ციტირებდა დოქტორ ასტრიდ ნერგარდის სიტყვებს, რომელიც ზემოხსენებული კლინიკის (Rigshospitalet) სამედიცინო დირექტორია. დოქტორმა ნერგარდმა აღნიშნა: „რომ არა იეჰოვას მოწმეები, უსისხლო ქირურგია დღეს ამ დონეზე არ იქნებოდა განვითარებული“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

დანია: ერიკ იერგენსენი, ტელ. +45 59 45 60 00