წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

1 მაისი, 2013
გერმანია

გერმანიის მთავრობამ იეჰოვას ერთი მოწმე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გერმანიის მთავრობამ იეჰოვას ერთი მოწმე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ზელტერსი, გერმანია — ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს, მატილდე ჰარტლს, 2013 წლის 22 თებერვალს ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, ჰორსტ ზეჰოფერმა, ღირსების ორდენი გადასცა. ღირსების ორდენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოა, რომლითაც იგი მოქალაქეებს საზოგადოებისთვის გაწეული საქმიანობისთვის აჯილდოებს.

ბავარიაში მცხოვრებ მატილდე ჰარტლს ეს ჯილდო გადაეცა, რადგან ის უკვე დიდი ხანია უვლის თავის უნარშეზღუდულ ვაჟს, მარტინს, რომელიც დღეს 26 წლისაა. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში დაუსვეს დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი. ამ დაავადებას ახასიათებს კუნთების მოდუნება და მათი პროგრესირებადი დისტროფია. მატილდეს ღამეში რამდენიმეჯერ უწევს ადგომა, რათა შეამოწმოს, როგორ სუნთქავს აპარატზე მიერთებული ავადმყოფი და სასუნთქი მილი ნახველისგან გაწმინდოს. ასე იმიტომ იქცევა, რომ მარტინს არ განუვითარდეს რაიმე ინფექცია, მათ შორის, პნევმონია. მის მეორე შვილს, მაქსსაც, იგივე ავადმყოფობა ჰქონდა. ამას ერთვოდა ისიც, რომ გონებრივადაც ჩამორჩენილი იყო. მოსიყვარულე დედა ორივე შვილს დიდი რუდუნებით უვლიდა. სამწუხაროდ, 2008 წელს, მაქსი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მატილდე ჰარტლს ჰკითხეს, თუ სად პოულობდა ძალას, როცა ორ ავადმყოფს უვლიდა. მან უპასუხა: „ძალას ჩემი რელიგია მაძლევს. მე, როგორც იეჰოვას მოწმე, დიდად ვაფასებ სიცოცხლეს. სანამ ძალა შემწევს, მინდა, რომ ჩემს შვილს ავადმყოფობის მიუხედავად, სიცოცხლე გავულამაზო“.

პრემიერ-მინისტრმა, ჰორსტ ზეჰოფერმა, მატილდე ჰარტლი და სხვა დაჯილდოებული პირები შეაქო და უთხრა: „თითოეულს თქვენი წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ ცოტათი მაინც გაალამაზოთ სამყარო“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110