წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 20 ოქტომბერი
განა

მოწმეები დაუყოვნებლივ რეაგირებენ განაში მომხდარ წყალდიდობაზე

მოწმეები დაუყოვნებლივ რეაგირებენ განაში მომხდარ წყალდიდობაზე

აკრა, განა — 2015 წლის ივნისის დასაწყისში საშინელმა წყალდიდობამ დააზიანა დედაქალაქის გარკვეული ნაწილი. ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით იეჰოვას მოწმეები დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდიდნენ.

ადგილობრივი მოწმეები უთითებენ, სადამდე აიწია წყლის დონემ

მართალია, არც ერთი მოწმე არ დაღუპულა, მაგრამ დაახლოებით 250 დარჩა უსახლკაროდ. 2015 წლის 4 ივნისს, წყალდიდობიდან მეორე დღეს იეჰოვას მოწმეების ფილიალმა განაში ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი; ძმებმა დაზარალებულები მოამარაგეს საბნებით, ტანსაცმლითა და წყლით. ამ კომიტეტმა აგრეთვე ორგანიზება გაუწია დატბორილი საცხოვრებლების გასუფთავებასა და შეკეთებას. უსახლკაროდ დარჩენილი მოწმეები თანამორწმუნეებმა შეიფარეს.

დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე დოსოუ ამევორი (მარცხნივ კუთხეში) ანაწილებს ლეიბებს მედინას (აკრა) სამეფო დარბაზში

წყალდიდობის შედეგად ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა, რის გამოც ქალაქ ადაბრაკაში დაზიანდა მილები და შეწყდა წყლის მიწოდება. იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ქალაქ ადაბრაკას სამეფო დარბაზში (თაყვანისცემის ადგილი) დაამონტაჟა წყლის ავზი მოწმეებისა და მათი მეზობლებისთვის.

შაბათს, 6 ივნისს, ფილიალმა სტიქიის ზონაში გაგზავნა იეჰოვას მოწმე მედიკოსთა ორი ბრიგადა, სულ ხუთი ადამიანი — სამი ექიმი და ორი მედდა, რათა ქალაქ ალაჯოსა და ადაბრაკაში დახმარება აღმოეჩინათ დაზარალებული თანამორწმუნეებისა თუ სხვებისთვის. ისინი მკურნალობდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა მალარია, სასუნთქი გზების ინფექციები და დიარეა. გარდა ამისა, ფილიალის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოწმეები ინახულებდნენ დაზარალებულ თანამორწმუნეებს, რათა მათთვის სულიერი და ემოციური დახმარება აღმოეჩინათ.

იეჰოვას მოწმე მედიკოსთა ბრიგადა ადაბრაკას სამეფო დარბაზში, რომელიც დროებით მედპუნქტად გამოიყენებოდა

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი განაში, ნათანიელ გბედემა, აღნიშნავს: „სულით ხორცამდე შეგვძრა აკრაში მომხდარმა წყალდიდობამ, რომელმაც დიდი ნგრევა გამოიწვია და ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც მთელ მსოფლიოში ხდება ხოლმე სტიქიური უბედურებების დროს, ისე აქაც მოწმეებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაზარალებულთათვის ფიზიკური, ემოციური და სულიერი დახმარება აღმოგვეჩინა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

განა: ნათანიელ გბედემა, ტელ. +233 30 701 0110