წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2013 წლის 15 თებერვალი
ავსტრალია

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ავსტრალიაში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ავსტრალიაში

სიდნეი — ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობა მოხდა; წყალდიდობის მიზეზი გახდა ტროპიკული ციკლონი „ოსვალდი“, რომელმაც გამოიწვია ტორნადო, უზარმაზარი ტალღები და კოკისპირული წვიმა კუინზლენდის შტატსა და ახალ სამხრეთ უელსის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში. დაახლოებით ოთხი ადამიანი დაიღუპა და 1 000-ზე მეტის ევაკუაცია მოხდა. ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა კუინზლენდის შტატის ცენტრალურ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბანდაბერგს; ძლიერმა შტორმმა ისეთი წყალდიდობა გამოიწვია, რაც ბოლო 100 წელია ამ მხარეს არ ახსოვს. მეტიც, შტორმს ხუთი ტორნადო მოჰყვა.

იეჰოვას მოწმეების ფილიალი სიდნეიში იტყობინება, რომ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და დაშავებულა. მიუხედავად ამისა, მოწმეების, სულ მცირე, 53 სახლი დაზიანდა, რის გამოც 70-ზე მეტი მოწმე უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებულები, რომელთაგანაც ზოგიერთის ევაკუაცია ვერტმფრენით მოხდა, მეზობლებმა და თანამორწმუნეებმა შეიფარეს.

ადგილობრივმა მოწმეებმა, რომლებიც კრებებში უხუცესებად მსახურობენ, ჩამოაყალიბეს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. გარდა ამისა, 250 მოწმემ სურვილი გამოთქვა, დახმარება აღმოეჩინათ დაზარალებულებისთვის ბანდაბერგსა და მის შემოგარენში; მათგან ზოგს, სტიქიის ზონაში რომ ჩასულიყო, 150-ზე მეტი კილომეტრის გავლა მოუწია.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ.+1 718 560 5000

ავსტრალია: დონალდ მაკლინი, ტელ. +61 2 9829 5600