ქართული
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ | „აშკარად ვხედავ იეჰოვას ხელს“
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/702024096/univ/art/702024096_univ_sqr_xl.jpg

ვიქტორ სპირიჩევი

8 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 11 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2025
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ | „აშკარად ვხედავ იეჰოვას ხელს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ | „აშკარად ვხედავ იეჰოვას ხელს“

2025 წლის 9 დეკემბერს ვისელკოვსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოდარის მხარე) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ვიქტორ სპირიჩევს და ორწლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. მისთვის გამოტანილი განაჩენი პატიმრობას არ ითვალისწინებს.

ზოგადი ინფორმაცია

თუ ყოველთვის შევინარჩუნებთ თავმდაბლობას, იეჰოვას სიკეთე არ მოგვაკლდება (1 პეტრე 5:5).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 13 თებერვალი

    სამართალდამცავებმა ვისელკსა და ბერეზანსკაიაში იეჰოვას მოწმეების, სულ მცირე, 25 სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის ვიქტორისა და ლარისას სახლი.

  2. 2023 წლის 23 მაისი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვიქტორს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა. დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები.

  3. 2023 წლის 11 ივლისი

    ვიქტორი დაკითხეს სამართალდამცავებმა.

  4. 2023 წლის 22 ივლისი

    დაკითხეს განმეორებით და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2024 წლის 30 იანვარი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.