ქართული
ჩილე მასპინძლობს სპეციალურ კონგრესს, სახელწოდებით „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/702024223/univ/art/702024223_univ_sqr_xl.jpg

15 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲐᲛᲑᲔᲑᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲓᲐᲜ

ჩილე მასპინძლობს სპეციალურ კონგრესს, სახელწოდებით „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“

ჩილე მასპინძლობს სპეციალურ კონგრესს, სახელწოდებით „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“

18–20 ოქტომბერს ჩილეში გაიმართა 2024 წლის ბოლო სპეციალური კონგრესი, სახელწოდებით „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“. კონგრესს მთლიანობაში 9 140 ადამიანი დაესწრო, რომელთაგან 59 მოინათლა. ეს წელს მეორე სპეციალური კონგრესი იყო სანტიაგოში. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი, მთლიანობაში, 15 სპეციალური კონგრესი ჩატარდა მთელ მსოფლიოში.

ელ-ტრებოლის საკონგრესო დარბაზში შეკრებილი იეჰოვას მოწმეები (სანტიაგო, ჩილე)

ნათლობის კადრი სანტიაგოში გამართული კონგრესიდან

ყოველი კონგრესის წინ და-ძმები დელეგატების დასახვედრად თვეებით ადრე იწყებდნენ მომზადებას. ჩილეში ათასობით მოხალისე დაუღალავად შრომობდა, რათა 16 ქვეყნიდან ჩასულ 2 397 თანაქრისტიანს გულთბილად დახვედროდა. ამისთვის ბევრმა ადგილობრივმა და-ძმამ სამუშაო გრაფიკი თუ პირადი გეგმები შეცვალა. ერთი და აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ მსხვერპლი გავიღე. მართალია, დავიღალე, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სიხარულთან შედარებით, რაც ამ საქმეში მონაწილეობამ და ახალი მეგობრების შეძენამ მომიტანა“.

ერთი ძმა, რომელიც შეერთებული შტატებიდან ჩავიდა სანტიაგოში სპეციალურ კონგრესზე დასასწრებად, აღნიშნავს: „სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი სიყვარული გვაგრძნობინეს და-ძმებმა, რომლებიც აეროპორტში დაგვხვდნენ“. ერთი პერუდან ჩასული და ამბობს: „ეს ჩემთვის პირველი სპეციალური კონგრესი იყო, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ კონგრესით იეჰოვამ განმამტკიცა და გამამხნევა“.

ბეთელის ოჯახის წევრები დელეგატებს ემშვიდობებიან.

მადლობელი ვართ იეჰოვასი ამ შესანიშნავი კონგრესისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, ერთად განგვედიდებინა ჩვენი ზეციერი მამა (ფსალმუნი 34:3).

ქვემოთ მოცემულია 2024 წელს ჩატარებული 15 სპეციალური კონგრესის ფოტოკოლაჟი. კადრებში აღბეჭდილია ის სიყვარული, სიხარული და ერთობა, რომლებიც მსოფლიო საძმოს შორის არსებობს.

 

ასუნსიონი, პარაგვაი

ბეი-მაჰაულტი, გვადელუპა

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ჰელსინკი, ფინეთი

ლიონი, საფრანგეთი

ფილადელფია, შეერთებული შტატები

პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

რეიკიავიკი, ისლანდია

სანტიაგო, ჩილე №1

სანტიაგო, ჩილე №2

სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა

სოფია, ბულგარეთი

სუვა, ფიჯი

ტამპა, შეერთებული შტატები

ციურიხი, შვეიცარია