ქართული
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ორ ენაზე
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/702025062/univ/art/702025062_univ_sqr_xl.jpg

2 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2025
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲐᲛᲑᲔᲑᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲓᲐᲜ

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ორ ენაზე

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ორ ენაზე

კისი

2025 წლის 25 მაისს ლიბერიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, უინსტონ ბესტმენმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია კისი ენაზე. განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც გეკედუში (გვინეა) ჩატარდა. პროგრამას ადგილზე 1 029 ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით 2 467 ადამიანი ჩაერთო ფოიადან (ლიბერია) და კოინდუდან (სიერა-ლეონე). დამსწრეებს ადგილზევე დაურიგდათ დაბეჭდილი ბიბლიები. ამასთანავე, ბიბლიის ახალი გამოცემის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი ვებსაიტიდან jw.org და აპლიკაციიდან „JW ბიბლიოთეკა“. გარდა ამისა, შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება, რომ კისი ენაზე ნათარგმნი ბიბლიის წიგნების აუდიოჩანაწერები თანდათანობით გახდებოდა ხელმისაწვდომი.

კისი ენაზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს კისილენდის რეგიონში, რომელიც მდებარეობს გვინეის, ლიბერიისა და სიერა-ლეონეს საზღვრის მიმდებარედ. ფილიალის ტერიტორიაზე კისიენოვან 29 კრებასა და 1 ჯგუფში 1 200-ზე მეტი მაუწყებელი მსახურებს. მათ უზომოდ ახარებთ, რომ ხელი მიუწვდებათ მთლიანი ბიბლიის ახალ თარგმანზე, სადაც გამოყენებულია ღვთის სახელი იეჰოვა.

სოლომონის კუნძულების პიჯინი

2025 წლის 25 მაისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი უინდერმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია სოლომონის კუნძულების პიჯინი ენაზე. განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც ჰონიარაში (სოლომონის კუნძულების დედაქალაქი) ჩატარდა. პროგრამას ადგილზე 2 317 ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით 1 695 ადამიანი იყო ჩართული კუნძულ მალაიტას სხვადასხვა ლოკაციიდან. დამსწრეებს ადგილზევე დაურიგდათ დაბეჭდილი ბიბლიები. ამასთანავე, ბიბლიის ახალი გამოცემის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი ვებსაიტიდან jw.org და აპლიკაციიდან „JW ბიბლიოთეკა“.

სოლომონის კუნძულებზე იეჰოვას მოწმეებმა სასიხარულო ცნობა პირველად 1953 წელს იქადაგეს. დღეს ამ ქვეყანაში დაახლოებით 757 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც 70-ზე მეტ აბორიგენულ ენაზე საუბრობენ. სოლომონის კუნძულებზე ოფიციალური ენა ინგლისურია, თუმცა ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ენა სოლომონის კუნძულების პიჯინია. ამჟამად ამ ტერიტორიაზე 38 კრებაში დაახლოებით 2 100 მაუწყებელი მსახურობს, რომლებიც სოლომონის კუნძულების პიჯინი ენაზე საუბრობენ.