ქართული
ბიბლიის წიგნები კიდევ ოთხ ენაზე გამოიცა
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/702025078/univ/art/702025078_univ_sqr_xl.jpg

11 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2025
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲐᲛᲑᲔᲑᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲓᲐᲜ

ბიბლიის წიგნები კიდევ ოთხ ენაზე გამოიცა

ბიბლიის წიგნები კიდევ ოთხ ენაზე გამოიცა

ანგოლური ჟესტური ენა

2025 წლის 13 ივნისს ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ტეილორ ბორნშეინმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ანგოლურ ჟესტურ ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა 2025 წლის რეგიონულ კონგრესზე „წმინდა თაყვანისმცემლობა“, რომელიც ლუანდაში (ანგოლა) ჩატარდა. შეხვედრას 1 540 ადამიანი დაესწრო. ახალი გამოცემის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი jw.org-დან და აპლიკაციებიდან „JW ბიბლიოთეკა“ და „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

ეს არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების პირველი სრული თარგმანი ანგოლურ ჟესტურ ენაზე. ამ ენაზე ბიბლიური პუბლიკაციების გამოცემა იეჰოვას მოწმეებმა 2013 წელს დაიწყეს. დღეს ანგოლაში 37 ჟესტურენოვან კრებასა და 11 ჯგუფში დაახლოებით 1 100 მაუწყებელი მსახურობს.

ვენესუელური ჟესტური ენა

2025 წლის 14 ივნისს ვენესუელის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ედგარდო ლოპესმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვენესუელურ ჟესტურ ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც ვენესუელის ფილიალში (ლა-ვიქტორია) ჩატარდა. პროგრამას ადგილზე 309 ადამიანი დაესწრო, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით კი – 1 215. პროგრამის ჩანაწერს მოგვიანებით 918-მა ადამიანმა უყურა. ახალი გამოცემის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი jw.org-დან და აპლიკაციებიდან „JW ბიბლიოთეკა“ და „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

დღეს ვენესუელურ ჟესტურ ენაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით 33 ჟესტურენოვან კრებასა და 34 ჯგუფში 1 300-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

კიტუბა

2025 წლის 20 ივნისს კონგოს (კინშასა) ფილიალის კომიტეტის წევრმა, მბეტე ფრანსუამ, გამოაცხადა, რომ კიტუბა ენაზე გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების და ბიბლიის წიგნების, „დაბადების“ და „გამოსვლის“, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ეს განცხადება გაკეთდა 2025 წლის რეგიონულ კონგრესზე „წმინდა თაყვანისმცემლობა“, რომელიც პუენტ-ნუარის (კონგოს რესპუბლიკა) საკონგრესო დარბაზში ჩატარდა. შეხვედრას 1 276 ადამიანი დაესწრო. წიგნების ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი jw.org-ზე და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“. ამასთანავე, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმანის გარკვეული რაოდენობა ადგილზევე დარიგდა. მოგვიანებით კრებებიც მიიღებენ ბიბლიის დაბეჭდილ წიგნებს.

ანგოლაში, გაბონსა და კონგოს რესპუბლიკაში 12 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს კიტუბა ენაზე. ამ ტერიტორიებზე 35 კიტუბაენოვან კრებაში 2 500-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მსახურობს.

კოლომბიური ჟესტური ენა

2025 წლის 21 ივნისს კოლომბიის კომიტეტის წევრმა, ანდრეს მეჰიამ, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია კოლომბიურ ჟესტურ ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ კოტას (კოლომბია) საკონგრესო დარბაზში ჩატარდა. შეხვედრას ადგილზე 1 980 ადამიანი დაესწრო. გარდა ამისა, პროგრამა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით 47 ადგილას გადაიცემოდა. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი jw.org-დან და აპლიკაციებიდან „JW ბიბლიოთეკა“ და „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

ეს არის ბიბლიის პირველი სრული თარგმანი კოლომბიურ ჟესტურ ენაზე. დღეს ამ ენაზე 500 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. დაახლოებით 25 წელია, რაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ პუბლიკაციებს გამოსცემენ კოლომბიურ ჟესტურ ენაზე. ამჟამად კოლომბიაში 35 ჟესტურენოვან კრებასა და 11 ჯგუფში 1 400-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს. კოლომბიაში მცხოვრები და-ძმები უზომოდ გაახარა ამ სიახლემ. მათ ერთი სული აქვთ, როდის გამოიყენებენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ მსახურებაში, პირადი შესწავლის დროს თუ კრების შეხვედრებზე.