წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

შრი-ლანკა

შრი-ლანკა

შრი-ლანკა

იეჰოვას მოწმეები შრი-ლანკაში თავიანთ საქმიანობას 1910 წლიდან ეწევიან. თავიანთი რელიგიური საქმიანობის ორგანიზებისთვის მათ 1952 წელს ოფისი გახსნეს. 1981 წელს კი რეგისტრაციაში გაატარეს იურიდიული პირი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება ლანკაში. ძირითადად, მოწმეები თავიანთ რელიგიურ მსახურებას ქვეყანაში თავისუფლად ასრულებენ.

მთავარი პრობლემა, რასაც მოწმეები ხვდებიან, ექსტრემისტი ბუდისტი ბერების მიერ წაქეზებული ბრბოს თავდასხმებია. უმეტეს შემთხვევებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩქარობენ საქმის აღძრას, რადგან ისინი არ იცავენ იეჰოვას მოწმეებს და უარს ამბობენ დამნაშავეების სათანადოდ დასჯაზე. 2014 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეეჩერებინა ეს თავდასხმები და დაეწყო რელიგიურ უმცირესობებზე, მათ შორის იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად იეჰოვას მოწმეებმა მიმართეს როგორც უზენაეს სასამართლოს, ისე შრი-ლანკის ხელისუფლებას. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ მომავალში მიეცემათ შესაძლებლობა, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება შრი-ლანკაში და აღარ შეეშინდეთ რელიგიური ექსტრემისტების თავდასხმების.