წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სომხეთი

სომხეთი

სომხეთი

დღეს სომხეთში იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ თაყვანისცემის თავისუფლებით ისარგებლონ და სერიოზული დაბრკოლებების გარეშე შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. მათი ორგანიზაცია ოფიციალურად 2004 წელს დარეგისტრირდა.

2013 წლის ოქტომბრამდე ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები სერიოზული სირთულის წინაშე იდგნენ; მიზეზი ის იყო, რომ მათ არ სთავაზობდნენ შესაფერის ალტერნატიულ სამსახურს, რადგან მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით, ალტერნატიული სამსახური სამხედრო ძალების მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მათ მიერ კონტროლირდებოდა; შესაბამისად, სადამსჯელო ზომებიც მათ მიერ ხორციელდებოდა. 1993 წლიდან მოყოლებული ასობით ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს, რომლებმაც რწმენის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, მოუწია ხანგრძლივი დროის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნა; ზოგი მათგანი უკიდურესად მძიმე პირობებში იხდიდა სასჯელს. საბოლოოდ, 2013 წლის 8 ივნისს სომხეთის მთავრობამ კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა. 2013 წლის 23 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა 51 იეჰოვას მოწმის წერილობითი მოთხოვნა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე. ეს ახალი პროგრამა წარმატებით ამუშავდა, რის შედეგადაც ამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, სუფთა სინდისით ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.

ამ წინ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები მაინც ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი. ზოგი ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოწმეებს თაყვანისცემის ადგილების აშენების ნებას არ რთავენ; საბაჟოს თანამშრომლები დიდ გადასახადებს მოითხოვენ მათგან, ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურა რომ შეიტანონ; მოწინააღმდეგეები კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მათზე მედიისა თუ ფორუმების საშუალებით. იეჰოვას მოწმეები ამ საკითხების გადასაჭრელად მიმართავენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებს.