წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სინგაპური

რწმენის გამო დაპატიმრებულები

რწმენის გამო დაპატიმრებულები

სინგაპურის მთავრობა ყველას აიძულებს, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური და არ ცნობს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს, რომელთაც ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავს, მონაწილეობა მიიღონ სამხედრო სამსახურში, ზედიზედ ორჯერ უწევთ სასჯელის მოხდა. თითოეულ მათგანს მთლიანობაში 39 თვე უწევს ციხეში ყოფნა.

როდესაც ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე 18 წლის ხდება, ის ვალდებულია, მოიხადოს სამხედრო სამსახური, მაგრამ თუ უარს ამბობს ამ სამსახურის მოხდაზე, მას 15 თვით აპატიმრებენ სამხედრო ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მალევე მათ კვლავ აიძულებენ სამხედრო ფორმის ჩაცმას და წვრთნებში მონაწილეობას. როდესაც ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, მათ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარადგენენ და უკვე 24 თვით თავისუფლების აღკვეთას უფარდებენ.

სინგაპური არ ასრულებს გაეროს მოთხოვნებს

გაერომ უკვე დიდი ხანია წევრ ქვეყნებს მოუწოდა, „ეღიარებინათ, რომ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება, რასაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ითვალისწინებს, ნებისმიერს აძლევს უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე“. მართალია, სინგაპური 1965 წლიდან არის გაეროს წევრი ქვეყანა, მაგრამ ის არ ეთანხმება ამ საკითხთან მიმართებით გაეროს მოთხოვნებს. 2002 წლის 24 აპრილით დათარიღებულ სინგაპურის მთავრობის სახელით დაწერილ წერილში, რომლის ადრესატიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია იყო, აღნიშნულია: „თუ ადამიანის მრწამსი ან ქმედება ეწინააღმდეგება კანონს ქვეყნის თავდაცვის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს“. ამ ოფიციალურ წერილში არაორაზროვნად იყო ნათქვამი: „ჩვენ არ მივიჩნევთ მართებულად, რომ მათი უფლებები, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, ყველა ქვეყანამ ერთნაირად უნდა დაიცვას“.

დროის დიაგრამა

  1. 2016 წლის 16 სექტემბერი

    მთლიანობაში 13 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

  2. 2013 წლის ნოემბერი

    მთლიანობაში 18 იეჰოვას მოწმე იყო დაპატიმრებული რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

  3. 2002 წლის 24 აპრილი

    მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სინგაპური არ ცნობს მათ უფლებას, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.

  4. 1995 წლის თებერვალი

    სინგაპურში იეჰოვას მოწმეების დაპატიმრება და შევიწროება უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს.

  5. 1994 წლის 8 აგვისტო

    სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მოწმეების საქმის განხილვაზე.

  6. 1972 წლის 12 იანვარი

    სინგაპურის მთავრობამ გააუქმა იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის რეგისტრაცია.