წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საფრანგეთი

საფრანგეთი

საფრანგეთი

საფრანგეთში იეჰოვას მოწმეებმა იურიდიული სტატუსი 1906 წელს მოიპოვეს. ისინი თავისუფლად ასრულებდნენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას. თუმცა 1990-იანი წლების შუა პერიოდში გამოქვეყნდა საპარლამენტო ანგარიში, სახელწოდებით „სექტები საფრანგეთში“, სადაც იეჰოვას მოწმეები ეგრეთ წოდებული საშიში სექტების ჩამონათვალში იყვნენ მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დადგენილებებს იურიდიული ძალა არა აქვს, ეს ანგარიში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოიყენეს, შებღალეს მათი რეპუტაცია და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის ტალღაც ააგორეს.

საფრანგეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეებს დაუწესა დიდი ოდენობის გადასახადი რელიგიურ შესაწირავებზე იმ მიზნით, რომ ფინანსური ზარალი მიეყენებინა იეჰოვას მოწმეების ფილიალისთვის. მრავალი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომლებიც 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2011 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთის მთავრობამ დაარღვია იეჰოვას მოწმეების რელიგიური თავისუფლების უფლება. იეჰოვას მოწმეებს სხვა მხრივაც უწევდათ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საფრანგეთში. ისინი სასამართლოებს მიმართავდნენ იმის გამო, რომ არ აკმაყოფილებდნენ მათ მოთხოვნას რელიგიური მსახურის სტატუსის მოპოვების, რელიგიური შეხვედრების ჩატარების მიზნით შენობების მშენებლობისა ან დარბაზების დაქირავების თაობაზე.

მთავრობის მხრიდან მოწმეების წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა ჩრდილი მიაყენა იეჰოვას მოწმეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ადგილობრივ სასამართლოებში და აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შედეგად, კვლავ ხორციელდება ვანდალური თავდასხმები იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ადგილებზე და მოწმეები ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან.