წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სამხრეთი კორეა

სამხრეთი კორეა

სამხრეთი კორეა

იეჰოვას მოწმეები უკვე 100 წელზე მეტია, რაც სამხრეთ კორეაში ქადაგებენ და თავიანთ რელიგიურ საქმიანობას ეწევიან. ერთადერთი სირთულე, რასაც ისინი ამ ქვეყანაში აწყდებიან, ისაა, რომ მთავრობა უმოწყალოდ დევნის იმ ახალგაზრდა მოწმეებს, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე.

სამხრეთი კორეა არ ცნობს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე; ქვეყნის ამჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, მათთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომ ახალგაზრდა მოწმეებს, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, 18-თვიან პატიმრობას უსჯიან. ყოველთვე 40-დან 50 მოწმეს აპატიმრებენ. გათავისუფლების შემდეგ ისინი ისევ დევნის ობიექტები ხდებიან; ციხიდან გამოდიან ნასამართლევის სტატუსით და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ედებათ ბრალი; ამის გამო თითქმის შეუძლებელია, დასაქმდნენ საჯარო სექტორში ან დიდ კომპანიებში.

სირთულეები ექმნებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც იძულებით გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ მოგვიანებით ჩასწვდნენ ბიბლიურ სწავლებებს, შეიყვარეს მოყვასი და უარი თქვეს ომში მონაწილეობაზე. ვინაიდან ჯერ კიდევ ექვემდებარებიან სარეზერვო სამსახურს, არაერთხელ ხდებიან სამართლებრივი დევნის მსხვერპლი და ჯარიმები ეკისრებათ იმის გამო, რომ უარს ამბობენ სამხედრო წვრთნების გავლაზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 500-ზე მეტ იეჰოვას მოწმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე დაადგინა, რომ სამხრეთმა კორეამ შელახა ამ ახალგაზრდების უფლებები; ამ კომიტეტმა სამხრეთი კორეა ამ ახალგაზრდების „თვითნებურად დაპატიმრებაში“ დაადანაშაულა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ სამხრეთი კორეა „ვალდებულია, წერტილი დაუსვას მსგავს კანონდარღვევებს“. თუ სამხრეთი კორეა გადაჭრის ამ საკითხს, ამით პატივს სცემს ადამიანის ძირითად უფლებებს — სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.