არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 27 ნოემბერი
რუსეთი

მოსამართლემ გადადო განაჩენის გამოტანა ტაგანროგში

მოსამართლემ გადადო განაჩენის გამოტანა ტაგანროგში

დღეს, 27 ნოემბერს, მოსამართლე ალექსეი ვასიუტჩენკომ სასამართლო დარბაზში შეკრებილ უამრავ ხალხს განუცხადა, რომ მას 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია; მისი თქმით, განაჩენი გამოცხადდება ორშაბათს, 30 ნოემბერს, მოსკოვის დროით 10:30 სთ-ზე. მან დაარწმუნა დამსწრეები, რომ ამ საქმის თაობაზე ორშაბათს გამოიტანს განაჩენს.

ეს პირველი შემთხვევაა თანამედროვე რუსეთში, როდესაც მოწმეები შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააჯარიმონ და დააპატიმრონ, რომ ორგანიზებას უწევენ და ესწრებიან მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებს.

ტაგანროგის საქალაქო სასამართლოს მისამართი: 347939, ქალაქი ტაგანროგი, ჩუჩევას ქუჩა, № 42/2.