წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 4 ივლისი
რუსეთი

იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმე ტაგანროგში

იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმე ტაგანროგში

ამა წლის ივლისში 14 თვე გადის, რაც ტაგანროგში (რუსეთი) 16 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე განიხილება. ამ დროის მანძილზე სასამართლომ დაახლოებით 60 ტომად შეკრული ე. წ. მტკიცებულებები განიხილა; ძირითადად ეს იყო რელიგიური მსახურების, ლოცვებისა და ბიბლიის კითხვის ჩანაწერები ანუ ყოველივე ის, რასაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რელიგიური მსახურება მოიცავს.

კითხვის ნიშნის ქვეშაა არა მხოლოდ ბრალდებულთა, არამედ ტაგანროგში მცხოვრები სხვა 800 მოწმის თაყვანისცემის თავისუფლების უფლებაც. თექვსმეტივე ბრალდებულმა მოწმემ განაცხადა, რომ ისინი უარს არ იტყვიან თავიანთ მრწამსზე და კვლავაც იეჰოვას მოწმეებად დარჩებიან, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ.

ამ ვიდეორგოლში ზოგიერთი ბრალდებული და მათი ადვოკატები გვიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ, სამართლებრივი დევნის მიუხედავად, დაიცვან თავიანთი უფლება, თავისუფლად სცენ ღმერთს თაყვანი.