წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 1 ივნისი
რუსეთი

ტაგანროგში იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმის თაობაზე მალე გახდება ცნობილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ტაგანროგში იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმის თაობაზე მალე გახდება ცნობილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ტაგანროგში (რუსეთი) მცხოვრები 16 იეჰოვას მოწმის საქმის ხელახალი მოსმენა 2015 წლის იანვარში დაიწყო; ეს პროცესი უკვე თითქმის ექვსი თვეა მიმდინარეობს. ზემოხსენებული 16 მოწმიდან ზოგს პატიმრობა მიუსაჯეს, ზოგს კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს იმის გამო, რომ თავიანთ რელიგიურ მსახურებას ასრულებდნენ.

ეს სასამართლო პროცესი დაიწყო 2013 წლის 13 მაისს, როდესაც ამ მოწმეებს უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. სასამართლომ შვიდ მოწმეს დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა, მათგან ოთხს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სასჯელი პირობითი იყო. 2014 წლის 12 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ პროკურორის მოთხოვნით საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა. იეჰოვას მოწმეები ივნისის ბოლოსთვის ელოდებიან ახალ გადაწყვეტილებას.