ტაგანროგის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსეი ვასიუტჩენკომ განაცხადა, რომ 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე საბოლოო განაჩენს 2015 წლის 27 ნოემბერს, მოსკოვის დროით 10:30 სთ-ზე, გამოაცხადებს. მოწმეებს ბრალად ედებათ ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზებას უწევენ და ესწრებიან მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებს, სადაც განიხილავენ ბიბლიას. თუ მოწმეებს მსჯავრს დასდებენ, ყველას დაეკისრება დიდი ფულადი ჯარიმა, ხოლო ოთხ მათგანს შესაძლოა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

ტაგანროგის საქალაქო სასამართლოს მისამართი: 347939, ქალაქი ტაგანროგი, ჩუჩევას ქუჩა, № 42/2.