წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 27 სექტემბერი
რუსეთი

რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე საქმის განხილვა გადაიდო

რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე საქმის განხილვა გადაიდო

2016 წლის 23 სექტემბერს მოსკოვში ტვერის რაიონულმა სასამართლომ გადადო იეჰოვას მოწმეების საჩივრის განხილვა გენერალური პროკურორის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე. საქმის მოსმენამდე სამი დღით ადრე გენერალურმა პროკურატურამ მოწმეების საჩივარს შესაგებლით უპასუხა და სასამართლოს 200-ზე მეტ გვერდიანი საქმის მასალა წარუდგინა. იეჰოვას მოწმეებმა შუამდგომლობა დააყენეს და დრო მოითხოვეს, რათა პროკურატურის მიერ წარდგენილ საქმის მასალებს გასცნობოდნენ. სასამართლო იეჰოვას მოწმეების საჩივარს და გენერალური პროკურატურის მოთხოვნას ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე 2016 წლის 12 ოქტომბერს განიხილავს.