წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 21 ივლისი
რუსეთი

რუსეთში საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ბიბლიების შეტანის უფლება არ მისცეს

რუსეთში საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ბიბლიების შეტანის უფლება არ მისცეს

2015 წლის 14 ივლისს რუსეთში საბაჟოს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეებს არ მისცეს უფლება, ქვეყანაში შეეტანათ რუსულ ენაზე მათ მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ეგზემპლარები. 2015 წლის მარტში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეებს აუკრძალეს ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურის შეტანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლიტერატურიდან არც ერთი მათგანი არ იყო აკრძალული რუსეთში. ამასთან ერთად, როგორც ვიცით, არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში აიკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი www.jw.org, რაც სერიოზულ საშიშროებას ქმნის, რომ ქვეყანაში შეიძლება შეიზღუდოს თაყვანისცემის, სიტყვის და ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება.