წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 13 აპრილი
რუსეთი

იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესები რუსეთში

იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესები რუსეთში
  • ტაგანროგი, როსტოვის ოლქი. 2016 წლის 17 მარტს როსტოვის საოლქო სასამართლომ მხარი დაუჭირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე. თუმცა საოლქო სასამართლომ 12 ბრალდებულს ჯარიმა 10 000 (147 აშშ დოლარი) რუბლამდე შეუმცირა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რას შეიძლება ნიშნავდეს პირობითი სასჯელი მსჯავრდებულებისთვის.

  • პროკურორი ცდილობს, ბიბლია ექსტრემისტულად გამოცხადდეს. ლენინგრად-ფინეთის ტრანსპორტის პროკურორმა საქმე აღძრა იმის თაობაზე, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად გამოცხადდეს. მსგავსი ქმედება ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის აშკარა დარღვევაა, რომელიც კრძალავს ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადებას. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა მოამზადეს, ნამდვილად თანამედროვე ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანია. მიუხედავად ამისა, პროკურორი აცხადებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ „წმინდა ტრადიციების“ მიხედვით მომზადებული თარგმანი მიიჩნევა ბიბლიად და ამ არგუმენტით ამართლებს თავის ქმედებას. ვიბორგის საქალაქო სასამართლომ შემდეგი მოსმენა 2016 წლის 26 აპრილს დანიშნა.