წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 26 ოქტომბერი
რუსეთი

რუსეთში უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას

რუსეთში უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას

2016 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქალაქ არიოლში ექსტრემიზმში ბრალდებული იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე. ეს უკვე იეჰოვას მოწმეების მეშვიდე იურიდიული პირია, რომელიც რუსეთის სასამართლოებმა გააუქმეს. ყველა ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონს, რომელსაც რუსეთი არასწორად იყენებს იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით.

ქალაქ არიოლში ადგილობრივმა უფლებამოსილმა პირებმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სცადეს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის გაუქმება ყალბი სამხილების საფუძველზე, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით, 2016 წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი. იგი ამტკიცებდა, რომ არიოლში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევა.

ადგილობრივმა უფლებამოსილმა პირებმა არიოლში იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს, რის შემდეგაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. ეს მეტად ყურადსაღები ფაქტია, ვინაიდან მსგავსი გამაფრთხილებელი წერილი რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულმა ცენტრმა 2016 წლის მარტში გენერალური პროკურატურისგან უკვე მიიღო.