წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 13 აპრილი
რუსეთი

რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია მოახდინოს

რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია მოახდინოს

რუსეთის რამდენიმე ოლქში მთავრობა აგრძელებს იეჰოვას მოწმეების რელიგიური მსახურების შეზღუდვას, რადგან მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა „ექსტრემისტულია“.

  • ტიუმენი, ტიუმენის ოლქი. პროკურატურამ ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წევრია ტიუმენში, ყალბი სამხილების საფუძველზე „ექსტრემისტული პუბლიკაციების გავრცელებაში“ დაადანაშაულა. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნეს, პროკურორმა საქმე აღძრა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე. აღნიშნულ საქმეს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო 2016 წლის 14 აპრილს განიხილავს.

  • ელისტა, ყალმუხეთის რესპუბლიკა. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ბრძანებით ელისტაში მდებარე სამეფო დარბაზი გაჩხრიკეს და „აღმოაჩინეს“ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა, რომელიც ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაშია შეტანილი. ამ ყალბი სამხილის საფუძველზე ყალმუხეთის რესპუბლიკის პროკურორმა საქმე აღძრა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე ელისტაში. აღნიშნული საქმე რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში განიხილება.

  • რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში აგრეთვე მიმდინარეობს საქმის განხილვა სტარი ოსკოლსა და ბელგოროდში ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე.