წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 22 თებერვალი
რუსეთი

რუსეთში პროკურორმა საქმე აღძრა იმის თაობაზე, რომ ბიბლია ექსტრემისტულად გამოცხადდეს

რუსეთში პროკურორმა საქმე აღძრა იმის თაობაზე, რომ ბიბლია ექსტრემისტულად გამოცხადდეს

რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცადა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას. უფლებამოსილმა პირებმა საქმე აღძრეს იმის თაობაზე, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად გამოცხადდეს. სასამართლო მოსმენა 2016 წლის 15 მარტს გაიმართება. გასულ წელს რუსეთის საბაჟოს თანამშრომლებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს, როცა იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ბიბლიების შეტანის უფლება არ მისცეს. ახლა კი რუსეთის მთავრობა ცდილობს, ექსტრემისტულად შერაცხოს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რაც წმინდა წერილების შეურაცხყოფაა.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, იკრძალება ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადება. თუმცა ლენინგრად-ფინეთის ტრანსპორტის პროკურორი ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადებას ითხოვს, რის არგუმენტადაც ლინგვისტიკაში არაკომპეტენტური პიროვნების სიტყვები მოჰყავს. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურორის სარჩელს, ქვეყანაში აიკრძალება ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გავრცელება.