წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რუანდა

რუანდა

რუანდა

იეჰოვას მოწმეები რუანდაში თავიანთ საქმიანობას 1970 წლიდან ეწევიან. 1992 წელს იეჰოვას მოწმეებმა მოიპოვეს რეგისტრაციის უფლება, მთავრობამ კი ისინი 2002 წელს გაატარა რეგისტრაციაში. იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან, იმით რომ პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია უკავიათ და თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი რელიგიური საქმიანობის შესრულება. 1994 წელს მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ქვეყანაში მომხდარ სასტიკ გენოციდში. პირიქით, სხვების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს იგდებდნენ საფრთხეში. ისინი დღესაც ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ზოგჯერ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან.

ზოგი იეჰოვას მოწმე მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას პატრიოტული და რელიგიური ხასიათის ღონისძიებებში. * გარდა ამისა, მთავრობა მოითხოვს სკოლის მასწავლებლებისგან, დაესწრონ სპეციალურ სემინარებს, რომლებიც მოიცავს სამხედრო სწავლებასა და ჰიმნის მღერას. ამის შედეგად, ასობით იეჰოვას მოწმე მასწავლებელმა დაკარგა სამსახური. 2010 წელს კი რუანდის მთავრობამ ყველა საჯარო მოხელისგან მოითხოვა, მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო დროშისთვის ფიცის მიცემის ცერემონიალში. ამის გამო მრავალმა იეჰოვას მოწმემ დაკარგა სამუშაო.

მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, იეჰოვას მოწმეები რუანდაში მადლიერები არიან იმ რელიგიური თავისუფლებისთვის, რომელიც მათ აქვთ. ისინი იმედოვნებენ, რომ რუანდის მთავრობა დროთა განმავლობაში დაინახავს, რომ მოწმეთა პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის ხელისუფლებას.

^ აბზ. 3 იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ პატრიოტულ ცერემონიებში მონაწილეობის მიღება რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის ტოლფასია და ღვთის მიერ მოცემული კანონის უხეში დარღვევაა, რომლის თანახმადაც, თაყვანს მხოლოდ მას უნდა ვცემდეთ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები არ უერთდებიან ასეთ ღონისძიებებს, ისინი აფასებენ სხვების უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ასეთ ცერემონიებში.