წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მთიანი ყარაბაღი

რწმენის გამო დაპატიმრებულები

რწმენის გამო დაპატიმრებულები

მთიან ყარაბაღში წვევამდელთა ასაკის იეჰოვას მოწმეებს იმის გამო აპატიმრებენ, რომ რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მთავრობა არ ცნობს მათ ამ უფლებას და მათთვის არც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ითვალისწინებს. ამიტომ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეებს იმის გამო აპატიმრებენ, რომ მათ თავიანთი მრწამსი და სინდისი არ აძლევთ უფლებას, ხელი აღმართონ სხვაზე.

მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა

2014 წლის 29 იანვარს ერთი იეჰოვას მოწმე, არტურ ავანესიანი, ქალაქ ასკერანის სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. მომდევნო დღეს არტურ ავანესიანმა განცხადება დაწერა მთიანი ყარაბაღის სამხედრო კომისარიატის სახელზე, სადაც ითხოვდა, რომ უფლება მიეცათ, სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეესრულებინა. მისი ადვოკატი დაუყოვნებლივ შეხვდა უფლებამოსილ პირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთში. ისინი შეთანხმებამდე მივიდნენ, რომ არტურ ავანესიანს სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების უფლება მიეცემოდა.

იმის მოლოდინით, რომ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა, არტურ ავანესიანი სომხეთში ჩავიდა; მან 2014 წლის 13 თებერვალს მასისის კომისარიატის სახელზე განცხადება დაწერა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე. ნაცვლად იმისა, რომ სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესასრულებლად გამოეძახათ, 2014 წლის 14 ივლისს ერევნის პოლიციის მთავარ განყოფილებაში გამოიძახეს. როცა განყოფილებაში მივიდა, იქ მას მთიანი ყარაბაღის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. მათ დააკავეს ის და ისევ მთიან ყარაბაღში წაიყვანეს. მომდევნო დღეს ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და საქმე მთიანი ყარაბაღის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადასცეს.

სასამართლო განხილვის დროს არტურ ავანესიანმა გაიგო, რომ სასამართლომ მისი დაკავების ორდერი ოთხი თვის წინ გასცა, რომლის თანახმადაც სასამართლო განხილვამდე დაკავებული უნდა ჰყოლოდათ. სასამართლომ არ შეცვალა აღებული კურსი, რის შედეგადაც არტურ ავანესიანი დაუყოვნებლივ დააკავეს. სასამართლომ არტურ ავანესიანის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ის გათავისუფლებას ითხოვდა.

2014 წლის 30 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო არტურ ავანესიანი და 30-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლომაც დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ არტურ ავანესიანმა სარჩელი მთიანი ყარაბაღის უზენაეს სასამართლოში შეიტანა. 2014 წლის 25 დეკემბერს ამ სასამართლომაც დამნაშავედ ცნო იგი.

მთიან ყარაბაღში კვლავაც აპატიმრებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავს, ხელში აიღონ იარაღი. ასეთი ქმედებით მთიანი ყარაბაღი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რაც მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, უფლებას აძლევს, სამხედრო სამსახურის ნაცვლად, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეასრულონ.

დროის დიაგრამა

  1. 2014 წლის 25 დეკემბერი

    უზენაესმა სასამართლომ არტურ ავანესიანი დამნაშავედ ცნო.

  2. 2014 წლის 30 სექტემბერი

    მთიანი ყარაბაღის პირველი ინსტანციის სასამართლომ (მარტაკერტი) არტურ ავანესიანი დამნაშავედ ცნო და 30-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

  3. 2014 წლის 14 ივლისი

    სომხეთში არტურ ავანესიანი დააკავეს და მთიან ყარაბახში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2011 წლის 30 დეკემბერი

    18 წლის იეჰოვას მოწმეს, კარენ ჰარუთუნიანს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 30-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  5. 2005 წლის 16 თებერვალი

    იეჰოვას მოწმე არეგ ავანესიანს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  6. 2001 წლის 12, 13 ივნისი

    სამ იეჰოვას მოწმეს ექვსი თვიდან ერთ წლამდე პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ რელიგიური მოსაზრებით უარი თქვეს სამხედრო წვრთნების გავლაზე.