წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 12 სექტემბერი
მთიანი ყარაბაღი

არტურ ავანესიანი ციხიდან გაათავისუფლეს

არტურ ავანესიანი ციხიდან გაათავისუფლეს

2016 წლის 6 სექტემბერს მთიან ყარაბაღში 20 წლის არტურ ავანესიანი შუშას ციხიდან გაათავისუფლეს. მას საყოველთაო ამნისტია შეეხო. არტურს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო 30-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვიდრე დააპატიმრებდნენ, არტურ ავანესიანმა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მოითხოვა, მაგრამ უფლებამოსილმა პირებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. არტურ ავანესიანი სასჯელის ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე გაათავისუფლეს. ის ბედნიერია, რომ თავის ოჯახს დაუბრუნდა.

იეჰოვას მოწმეებს ძალიან ახარებთ ის ფაქტი, რომ არტურ ავანესიანი ციხიდან გაათავისუფლეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მთიან ყარაბაღში უფლებამოსილი პირები აღიარებენ იმ ახალგაზრდების უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და მათ შესაძლებლობას მისცემენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეასრულონ.