არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იეჰოვას მოწემეები თავიანთ საქმიანობას 1940-იანი წლებიდან ეწევიან. მთელი თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე მათ არაერთი დაბრკოლების გადატანა მოუწიათ — გამოიარეს ომი, მთავრობა კრძალავდა მათ საქმიანობას და სხვა რელიგიის წარმომადგენლები მათზე სასტიკ თავდასხმებს ახორციელებდნენ.

მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობამ 1993 წლიდან იკლო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა. ამჟამად იეჰოვას მოწმეები თავისუფლად ეწევიან თავიანთ საქმიანობას ქვეყანაში. თუმცა ზოგი რელიგიური ჯგუფი განაგრძობს მათ შევიწროებასა და დევნას. ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლები, რომლებიც კიმბილიკიტი რელიგიის მიმდევრები არიან, ვერაგულად თავს ესხმიან და იტაცებენ მრავალ იეჰოვას მოწმეს. ბევრი დამნაშავე დაუსჯელი რჩება ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელების მხრიდან, რადგან ზოგი მათგანი თავად არის კიმბილიკიტი რელიგიის მიმდევარი. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი წარმომადგენლები კანონის დარღვევის ასეთ უხეშ შემთხვევებს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ.

ამას გარდა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საჯარო სკოლები რელიგიური ორგანიზაციების მიერ ფინანსდება, რის გამოც ზოგიერთი ასეთი სკოლიდან გარიცხეს იეჰოვას მოწმე მოსწავლეები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არც ესწრებოდნენ და არც იღებდნენ სკოლაში გამართულ რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობას. 2013 წელს ქვეყნის განათლების მინისტრმა გამოსცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დადგენილება, რომელიც კრძალავს რელიგიურ შეუწყნარებლობას სკოლებში. ამ დადგენილებას და კიდევ განათლებასთან დაკავშირებულ რამდენიმე კანონს უკვე მოჰყვა შედეგები და იეჰოვას მოწმე მოსწავლეები დააბრუნეს სკოლებში. გარდა ამისა, იმ იეჰოვას მოწმე მოსწავლეებს, რომლებმაც სწავლა დაამთავრეს და თავის დროზე უარი უთხრეს ატესტატის მიცემაზე, ახლა უკვე მისცეს ატესტატები.