წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ისრაელი

ისრაელი

ისრაელი

იეჰოვას მოწმეები დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე 1920 წლიდან ეწევიან თავიანთ საქმიანობას და სარგებლობენ რელიგიის თავისუფლებით. 1963 და 2000 წლებში ხელისუფლებამ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც მოწმეები თავიანთ საქმიანობას უწევენ ორგანიზებას. მოწმეებმა განაცხადი შეიტანეს 2000 და 2014 წლებში, რათა მოეპოვებინათ აღიარება როგორც რელიგიურ გაერთიანებას, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

ისრაელის კანონი ყველა რელიგიურ ჯგუფს აძლევს საკუთარი მრწამსის საჯაროდ გამოხატვის უფლებას. თუმცა ულტრაორთოდოქსი ებრაელებისგან შემდგარი რელიგიური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობას. ისინი არ ერიდებიან მოწმეების არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ასეთმა ულტრაორთოდოქსმა ჯგუფებმა მიაღწიეს იმას, რომ ზოგმა ხელისუფლების წარმომადგენელმა იეჰოვას მოწმეებს უარი განუცხადა შეხვედრის ჩატარებაზე, რაც მათი უფლებების დარღვევა იყო. როდესაც ქალაქის წარმომადგენლებმა გააუქმეს ხელშეკრულება მოწმეებთან და უარი უთხრეს დაქირავებული შენობების გამოყენებაზე, მოწმეებმა პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს მიმართეს. ხაიფას საოლქო სასამართლომ (2007 წელს) და უზენაესმა სასამართლომ (2015 წელს) დაადგინეს, რომ ქალაქის წარმომადგენლებმა რელიგიური მოტივით დაარღვიეს მოწმეების უფლებები. სასამართლოებმა მხარი დაუჭირეს მოწმეების უფლებას, ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე შეიკრიბონ მშვიდობიან პირობებში. სამწუხაროდ, იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაცია კვლავ გრძელდება და ეს დღემდე სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში.