არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 3 მაისი
თურქმენეთი

თურქმენაბადში პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილები

თურქმენაბადში პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილები

2016 წლის 23 მარტს თურქმენაბადში პოლიციამ სცადა, ჩაეშალა იეჰოვას მოწმეების შეხვედრა, რომელიც ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის ბინაში ტარდებოდა. ამ შეხვედრაზე იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად 20 ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციის თანამშრომლებმა ბინაში შესვლა ვერ მოახერხეს, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ამის გამო, მოწმეებმა გარეთ გამოსვლა ვერ გაბედეს და მთელი ღამე იქ გაათიეს.

დილით ოთხი პოლიციელი აივნიდან შეიჭრა სახლში. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე იეჰოვას მოწმეს. შექმნილმა ვითარებამ ფეხმძიმე ქალბატონზე იმდენად ცუდად იმოქმედა, რომ მედპერსონალის დახმარება დასჭირდა. პოლიციამ მოწმეები დააპატიმრა და განყოფილებაში წაიყვანა, სადაც ორ იეჰოვას მოწმე მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ. 25 მარტს ყველა დაკავებული გაათავისუფლეს, ერთი მამაკაცის გარდა. ამ უკანასკნელს 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 19 აპრილს ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე უფლებამოსილმა პირებმა 7 იეჰოვას მოწმე დააჯარიმეს. თითოეულს 143 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.