წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 14 სექტემბერი
თურქმენეთი

აშხაბადში მანსურ მაშარიპოვი ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს

აშხაბადში მანსურ მაშარიპოვი ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს

2016 წლის 30 ივნისს თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადის პარკში სამართალდამცავებმა მანსურ მაშარიპოვი დააპატიმრეს. მანსურ მაშარიპოვი იეჰოვას მოწმეა; რელიგიური საქმიანობის გამო პოლიცია მას 2014 წლის ზაფხულიდან დევნიდა და ავიწროებდა. 32 წლის მანსურ მაშარიპოვს პოლიციელის შეურაცხყოფაში უსამართლოდ დასდეს ბრალი. სიმართლე კი ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლები თავად გაუსწორდნენ მას სასტიკად. იგი მანამდეც გამხდარა შეურაცხყოფისა და წამების მსხვერპლი მშვიდობიანი რელიგიური მსახურების გამო. 2016 წლის 18 აგვისტოს თურქმენეთის სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში. მანსურ მაშარიპოვმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.