წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თურქმენეთი

თურქმენეთი

თურქმენეთი

იეჰოვას მოწმეებმა თურქმენეთში თავისი საქმიანობა 1980-იანი წლების მიწურულიდან დაიწყეს. 1991 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც თურქმენეთი საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებელი გახდა, მთავრობამ მკაცრად შეზღუდა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება.

იეჰოვას მოწმეები არ არიან რეგისტრირებული თურქმენეთში. ზოგი მოწმე თავისი რელიგიური შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება, მათ აკავებენ, თვითნებურად აპატიმრებენ, მათ სახლებს ჩხრეკენ და ფულად ჯარიმებს აკისრებენ. იყო შემთხვევები, როცა მოწმეების წინააღმდეგ ცრუ ბრალდებით აღიძრა საქმე. ვინაიდან თურქმენეთში არ არსებობს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, ახალგაზრდა მოწმეები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, სამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან და ისჯებიან. იეჰოვას მოწმეებმა ამ საკითხის თაობაზე საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს.

2014 წლის ოქტომბერში თურქმენეთის პრეზიდენტმა ამნისტია გამოსცა, რომელიც უსამართლოდ დაპატიმრებულ რვა იეჰოვას მოწმეს შეეხო. მოწმეებმა თურქმენეთის მთავრობას მადლობა გადაუხადეს ამ წინ გადადგმული ნაბიჯის გამო. ისინი იმედოვნებენ, რომ მთავრობა მეტად დაუჭერს მხარს რელიგიის თავისუფლების უფლებას მთელ ქვეყანაში.