წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 13 ნოემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთში გაათავისუფლეს იეჰოვას მოწმეები

თურქმენეთში გაათავისუფლეს იეჰოვას მოწმეები

თურქმენეთში, სადაც იეჰოვას მოწმეები თავიანთი მრწამსის გამო იყვნენ დაპატიმრებული, მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა ამნისტია გამოაცხადა. ამნისტიის შედეგად, 2014 წლის 22 ოქტომბერს სხვა პატიმრებთან ერთად 8 იეჰოვას მოწმეც გაათავისუფლეს. მათგან ექვსი რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იყო დაპატიმრებული, დანარჩენ ორს კი თავიანთი რელიგიური მსახურების გამო ცრუ ბრალდება წაუყენეს.

მერდან ამანოვი და პაველ პაიმოვი

ზედა ფოტო (მარცხნიდან მარჯვნივ): აიბეკ სალაიევი, მატკარიმ ამინოვი და ბაჰრამ შამურადოვი

18—23 წლამდე მოწმეები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იყვნენ დაპატიმრებული, სასჯელს თურქმენეთის უდაბნოში განთავსებულ სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდნენ. მერდან ამანოვი, პაველ პაიმოვი, ზუჰრაბ რაჰმანბერდიევი და ამირლან ტოლკაჩევი კი საერთო რეჟიმის კოლონიაში იყვნენ მოთავსებული. მატკარიმ ამინოვი და დოვრან მატიაკუბოვი (სურათზე არ არის ნაჩვენები) უფრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს, რადგან ისინი, როგორც „რეციდივისტები“, ხელმეორედ გაასამართლეს. ეს ახალგაზრდები ციხეში საშინელი მოპყრობის მსხვერპლი ხდებოდნენ; მათ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა.

35 წლის აიბეკ სალაიევი და 42 წლის ბაჰრამ შამურადოვი კი, რომლებსაც ცრუ ბრალდება წაუყენეს, აგრეთვე სეიდის საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს. თავიანთი მრწამსისა და რელიგიური მსახურების გამო მათ 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. გარდა იმისა, რომ ეს მოწმეები სრულიად უსამართლოდ ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე დააპატიმრეს, მათ კოლონიაში სასტიკადაც ეპყრობოდნენ.

ამირლან ტოლკაჩევი და ზუჰრაბ რაჰმანბერდიევი

ამჟამად თურქმენეთში მხოლოდ ერთი იეჰოვას მოწმე, რუსლან ნარკულიევი იმყოფება პატიმრობაში. ის რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ამნისტიის გამოცხადებამდე, სულ რაღაც, რამდენიმე კვირით ადრე გაასამართლეს. შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით მისი სახელი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არ იყო ცნობილი იმ დროისთვის, როცა ამნისტია გამოაცხადეს. დღესდღეობით რუსლან ნარკულიევის ადვოკატები თანამშრომლობენ თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა როგორმე გაათავისუფლონ იგი.

პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი ნამდვილად ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და შეიწყალა რწმენის გამო დაპატიმრებული რვა იეჰოვას მოწმე. ისინი, ვინც აფასებენ რელიგიის თავისუფლებას, იმედოვნებენ, რომ ეს მოვლენა თურქმენეთში ცვლილებების წინაპირობა იქნება და იეჰოვას მოწმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი მრწამსის თანახმად და სინდისის კარნახით ისე იცხოვრონ, რომ დაპატიმრების და დევნის შიში არ ჰქონდეთ.