წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბაჰრამ ჰემდემოვი თავის მეუღლესთან, გულზირასთან ერთად

2016 წლის 24 ოქტომბერი
თურქმენეთი

შეეხება ბაჰრამ ჰემდემოვს მორიგი ამნისტია?

შეეხება ბაჰრამ ჰემდემოვს მორიგი ამნისტია?

2016 წლის თებერვალში თურქმენეთის მთავრობამ ამნისტია გამოაცხადა, რომელიც ასობით პატიმარს შეეხო. თუმცა ბაჰრამ ჰემდემოვი ამ დრომდე ციხეში რჩება. იგი სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და დააპატიმრა. ამნისტიის გამოცხადებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ ბაჰრამ ჰემდემოვმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ თურქმენეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი. 2016 წლის 15 აგვისტოს ბაჰრამ ჰემდემოვის ადვოკატმა საჩივრით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.

თურქმენეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ნიშნით დევნა გრძელდება

ბაჰრამ ჰემდემოვი 2015 წლის მარტში დააპატიმრეს, როცა თავის სახლში, თურქმენაბადში მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას ატარებდა. პოლიცია ორდერის გარეშე შეიჭრა ჰემდემოვის სახლში, ჩამოართვა პირადი ნივთები და შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრაზე დამსწრეებს.

ბაჰრამ ჰემდემოვის ადვოკატმა აღნიშნა: „პოლიცია ბაჰრამ ჰემდემოვს იმიტომ გაუსწორდა სასტიკად, რომ თურქმენაბადში მცხოვრები სხვა იეჰოვას მოწმეები დაეშინებინა. მიუხედავად ასეთი სისასტიკისა, ბაჰრამ ჰემდემოვი თავისი მრწამსის ერთგული რჩება“.

გათავისუფლების მოლოდინში

იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ თურქმენეთის მთავრობა ბაჰრამ ჰემდემოვს ციხიდან მალე გაათავისუფლებს. თუ თურქმენთის პრეზიდენტი, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი ბაჰრამ ჰემდემოვს მორიგი ამნისტიის დროს შეიწყალებს, ეს მისი მხრიდან უაღრესად კეთილშობილური საქციელი იქნება.

ბაჰრამ ჰემდემოვი მეუღლეს, გულზირას და ოთხ შვილს ძალიან ენატრებათ. თანაქრისტიანები და ოჯახის წევრები მოუთმენლად ელიან მის სახლში დაბრუნებას. იეჰოვას მოწმეები თურქმენეთის მთავრობას თხოვნით მიმართავენ, რომ ადგილობრივმა უფლებამოსილმა პირებმა არ დაარბიონ მათი რელიგიური შეხვედრები, რათა მშვიდობიან პირობებში შეძლონ თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრება.