წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 10 ნოემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთში ორ იეჰოვას მოწმეს ამნისტია არ შეეხო

თურქმენეთში ორ იეჰოვას მოწმეს ამნისტია არ შეეხო

2016 წლის 25 ოქტომბერს თურქმენეთის პრეზიდენტმა 1 500-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა. ორ იეჰოვას მოწმეს, ბაჰრამ ჰემდემოვსა და მანსურ მაშარიპოვს, რომლებიც სეიდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიან სასჯელს, ამნისტია არ შეეხო.

ბაჰრამ ჰემდემოვი თურქმენაბადში 2015 წლის მარტში დააპატიმრეს, როცა თავის სახლში მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას ატარებდა. თურქმენეთის სასამართლომ მას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მანსურ მაშარიპოვი აშხაბადში 2016 წლის ივნისში ცრუ ბრალდებით დააკავეს და ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მათი ოჯახის წევრები და მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ ეს ორი ადამიანი პრეზიდენტმა არ შეიწყალა. თუმცა ისინი მაინც არ კარგავენ იმედს, რომ მორიგი ამნისტიის დროს ბაჰრამ ჰემდემოვი და მანსურ მაშარიპოვი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან.