წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

11 მარტი, 2013
თურქეთი

გაერო აცხადებს, რომ თურქეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მოქალაქეების უფლებებს

გაერო აცხადებს, რომ თურქეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მოქალაქეების უფლებებს

მილიონობით ქრისტიანი უარს ამბობს მრწამსის გამო იარაღის აღებაზე და ბევრ ქვეყანაში მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ მიღებული დადგენილებაც მხარს უჭერს იმას, რომ არ დაირღვეს თურქეთის მოქალაქეთა უფლებები.

2012 წლის 29 მარტს მიღებული დადგენილებით, კომიტეტმა თურქეთის ორი მოქალაქის, ჯენკ ატასოისა და არდა სარკუტის, სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ეს ორი მოქალაქე იეჰოვას მოწმეა, რომელთაც თავიანთი რელიგიური მრწამსის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე.

ჯენკ ატასოიმ და არდა სარკუტიმ არაერთხელ მიმართეს წერილობითი თხოვნით სახელმწიფო ორგანოებს, სადაც ხსნიდნენ, თუ რატომ ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე უარს და სანაცვლოდ ითხოვდნენ, სამოქალაქო სამსახურში მოეხადათ თავიანთი ვალი. მიუხედავად ამისა, მათ აიძულებდნენ, სამხედრო სამსახურში წასულიყვნენ. უნივერსიტეტს, სადაც არდა სარკუტი ლექტორის ასისტენტად მუშაობდა, დაემუქრნენ, რომ მათ წინააღმდეგ კრიმინალურ საქმეს აღძრავდნენ, რის გამოც სარკუტი სამსახურიდან დაითხოვეს.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა შესაძლებელია „საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეთანხმების“ მე-18 მუხლის, „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების“, საფუძველზე. გარდა ამისა, კომიტეტმა დაადგინა, რომ ეს მუხლი „ნებისმიერ ადამიანს უფლებას აძლევს, გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, თუკი სამხედრო სამსახური ეწინააღმდეგება მის რელიგიასა თუ მრწამსს“.

ამ დადგენილებამდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორი მსგავსი დადგენილება მიიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთში სასამართლომ დაადგინა, რომ „რადგან თურქეთს სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური არა აქვს, არღვევს ადამიანის უფლებას, რწმენის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე“, რასაც „ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია“ ითვალისწინებს.

სამხედრო სამსახურზე უარს ოდითგანვე ამბობდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქრისტიანობას ჩაეყარა საფუძველი. ერნესტ ბარნზმა თავის წიგნში დაწერა: „თუ ისტორიულ ცნობებს დაკვირვებით გამოვიკვლევთ, გავიგებთ, რომ მარკუს ავრელიუსის მმართველობამდე [რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წლები] არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი და არ ერთი ჯარისკაცი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო, ჯარში აღარ წასულა“ (The Rise of Christianity).