არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თურქეთი

თურქეთი

თურქეთი

იეჰოვას მოწმეები თურქეთში 1931 წლიდან ეწევიან თავიანთ საქმიანობას. ისინი 1980-იანი წლების ბოლომდე დევნის სამიზნეები იყვნენ. მომდევნო წლებში მთავრობამ თანდათანობით შეწყვიტა მოწმეების დევნა და რელიგიური მსახურების თავისუფლად შესრულების ნება მისცა, თუმცა ოფიციალურად მათ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი განაცხადა. 2007 წლის ივლისში ვითარება შეიცვალა, როდესაც თურქეთის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება და რეგისტრაციაში გაატარეს ისინი. დღეს მოწმეებს შეუძლიათ შეიკრიბონ ღვთის თაყვანისცემის მიზნით და თავიანთი რელიგიური საქმიანობაც მეტ-ნაკლებად თავისუფლად შეასრულონ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, თურქეთის მთავრობა არ ცნობს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. წლებია, ის იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, არაერთხელ იღებენ გაწვევას ჯარში და სამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან; გარდა ამისა, მათ დიდ ფულად ჯარიმებს აკისრებენ და აპატიმრებენ. 2011 წლიდან მოყოლებული ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ მოწმეების სასარგებლოდ სამი გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო 2012 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, დაცული უნდა იქნას მათი უფლებები, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე. მიუხედავად ამისა, თურქეთი კვლავ ასამართლებს ახალგაზრდა მოწმეებს.

2003 წელს თურქეთმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რაც არამუსულმან უმცირესობას თაყვანისცემის ადგილების ქონისა და აშენების უფლებას აძლევს. მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასამართლოები ყოველთვის უარს აცხადებენ „თაყვანისცემლობის ადგილებს“ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის სტატუსი მიანიჭონ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი საჩივარია შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.