წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 19 ოქტომბერი
ერიტრეა

ერიტრეაში შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო საზოგადოება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს

ერიტრეაში შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო საზოგადოება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს

იეჰოვას მოწმეები ყველაზე მეტად ერიტრეაში იდევნებიან. 1993 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ერიტრეამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, იეჰოვას მოწმეებს სასტიკად ეპყრობიან, აპატიმრებენ და ავიწროებენ; მიზეზი ისაა, რომ ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან და ხელში იარაღს არ იღებენ.

22 წელზე მეტია, რაც ერიტრეაში იეჰოვას მოწმეებს აპატიმრებენ. ამჟამად 54 იეჰოვას მოწმე იმყოფება პატიმრობაში. ყველა მათგანი, ერთის გარდა, ისე დააპატიმრეს, რომ არც ბრალი წაუყენებიათ და არც გაუსამართლებიათ. მათგან სამი 1994 წლიდან იხდის სასჯელს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები გმობენ იმ ფაქტს, რომ იეჰოვას მოწმეებს ერიტრეაში სასტიკად ეპყრობიან. ახლახან ცნობილი გახდა ერიტრეაში გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიის ანგარიში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობის შესახებ, რამაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კიდევ უფრო მიიპყრო. 2015 წლის ივნისში გაეროს საგამოძიებო კომისიამ თავისი პირველი ანგარიში წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაციასა და სასტიკ მოპყრობას.

2016 წლის 21 ივნისს გაეროს საგამოძიებო კომისიამ მეორე დეტალური ანგარიში წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. გაეროს საგამოძიებო კომისიამ მოუწოდა ერიტრეის მთავრობას, „პატივი სცეს ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას და შეწყვიტოს აღმსარებლობის გამო ადამიანების თვითნებური დაპატიმრება, განსაკუთრებით — იეჰოვას მოწმეების ... დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ისინი, ვინც უკანონოდ და თვითნებურად ჰყავს პატიმრობაში“.

გაეროს საგამოძიებო კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ერიტრეის მთავრობის მხრიდან „რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება“. საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. 2016 წლის 27 ოქტომბერს საგამოძიებო კომისია ანგარიშით წარსდგება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

შეწყდება იეჰოვას მოწმეების უსამართლო დევნა ერიტრეაში?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს ძალიან აღელვებთ ერიტრეელი თანამორწმუნეების მდგომარეობა. ისინი ერიტრეის მთავრობას ემუდარებიან, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეების დევნა და არ შეზღუდოს მათი ძირითადი, ხელშეუხებელი უფლებები.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

საშიშროებას ხომ არ უქმნიან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას?

რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან იმით, რომ იარაღს არ იღებენ ხელში. გაიგეთ, რატომ არ ვიღებთ იარაღს ხელში.