წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 28 იანვარი
აზერბაიჯანი

უსამართლოდ დაპატიმრებული ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ციხიდან გაათავისუფლეს

უსამართლოდ დაპატიმრებული ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ციხიდან გაათავისუფლეს

2016 წლის 28 იანვარს 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ციხიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ეკრამ გეჰრემანოვმა ეს ორი იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნო და მათ დიდი ფულადი ჯარიმა, 7 000 მანათი (3 932 ევრო), დააკისრა რელიგიური შინაარსის ბროშურის გავრცელების გამო. თუმცა მოსამართლემ ორივე მათგანს გაუუქმა დაკისრებული ჯარიმა, ვინაიდან ისინი 2015 წლის 17 თებერვლიდან პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მიღებული გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება გაეროს მოთხოვნას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის მთავრობას კომპენსაცია უნდა გადაეხადა ამ ორი იეჰოვას მოწმისთვის, რადგან ისინი უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებულები.

ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა, რომელთაც ჯანმრთელობა სერიოზულად აქვთ შერყეული, ციხიდან გაათავისუფლეს. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას აღიდგენენ.

 

გაიგეთ მეტი

აზერბაიჯანის მთავრობამ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა დამნაშავეებად ცნო და ციხიდან გაათავისუფლა

ქვეყნის უფლებამოსილმა პირებმა თავიანთი უკანონო საქციელის გამართლების მიზნით ორი იეჰოვას მოწმე დამნაშავეებად ცნეს. რატომ მოექცნენ მათ ასე უსამართლოდ?