წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 21 დეკემბერი
აზერბაიჯანი

მოსამართლემ საქმის ხელახალი მოსმენა დანიშნა და ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ისევ ციხეში დააბრუნა

მოსამართლემ საქმის ხელახალი მოსმენა დანიშნა და ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ისევ ციხეში დააბრუნა

2015 წლის 17 დეკემბერს პირალაჰის (ბაქო, აზერბაიჯანი) რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკრამ გეჰრემანოვმა, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას ციხიდან გათავისუფლების თაობაზე. ამგვარად მოსამართლემ არ გამოიჩინა ჰუმანურობა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნის თანახმად, არ გადაიყვანა ირინა ზახარჩენკო ციხიდან შინაპატიმრობაში. მან საქმის ხელახალი მოსმენა 2016 წლის 7 იანვარს დანიშნა.

სამწუხაროდ, ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ისევ ციხეში არიან. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორივე ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მათი ემოციური მდგომარეობაც არ არის სახარბიელო. მიზეზი ისაა, რომ ისინი უკვე ათი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. განსაკუთრებით ირინა ზახარჩენკოს მდგომარეობაა საგანგაშო, რადგან ძალაგამოცლილი და ემოციურად გამოფიტულია.