წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 15 იანვარი
აზერბაიჯანი

მოსამართლე აჭიანურებს საქმის განხილვას და ორი იეჰოვას მოწმის გათავისუფლებას

მოსამართლე აჭიანურებს საქმის განხილვას და ორი იეჰოვას მოწმის გათავისუფლებას

2016 წლის 14 იანვარს პირალაჰის (ბაქო, აზერბაიჯანი) რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკრამ გეჰრემანოვმა კიდევ ერთხელ გადადო ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საქმის მოსმენა. მან განაცხადა, რომ ვერ განიხილავდა საქმეს ბრალდებულის, ირინა ზახარჩენკოს დაუსწრებლად, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მოსამართლემ საქმის მოსმენა 2016 წლის 28 იანვარს დანიშნა.

სასამართლო პროცესის გადადების გამო ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, განეგრძოთ დავა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გასათავისუფლებლად, რაც კიდევ უფრო ართულებს ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან ისინი კვლავ ციხეში რჩებიან. უკვე 11 თვეა ეს ორი იეჰოვას მოწმე ციხეშია, რამაც მათ ჯანმრთელობა შეურყია; მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გადადება იმის გამო, რომ ირინა ზახარჩენკო ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, რაც ამ შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენდა, კიდევ უფრო ართულებს დაკავებულების მდგომარეობას.