არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 8 დეკემბერი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ ირინა ზახარჩენკო

აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ ირინა ზახარჩენკო

2015 წლის 3 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დააკმაყოფილა საჩივარი ირინა ზახარჩენკოს საქმის თაობაზე და აზერბაიჯანის მთავრობას მოსთხოვა, რომ დაუყოვნებლივ გადაეყვანათ ირინა ზახარჩენკო ციხიდან „შინაპატიმრობაში ან ისეთ ადგილას, სადაც მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება“. სწორედ მისი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა იმის მიზეზი, რომ მთავრობას მსგავსი მოთხოვნა წაუყენეს.

ირინა ზახარჩენკოს და კიდევ ერთ იეჰოვას მოწმეს, ვალიდა ჯაბრაილოვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს; ისინი უკვე ათი თვეა დაპატიმრებულები არიან. 2015 წლის 10 დეკემბერს პირალაჰის (ბაქო) რაიონული სასამართლო დაიწყებს ამ ორი ქალის საქმის განხილვას, რომლებიც კანონდარღვევაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ „შესაბამისი ნებართვის გარეშე“ ავრცელებდნენ ბიბლიურ ლიტერატურას და სხვებს საკუთარი მრწამსს უზიარებდნენ.