წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 7 მარტი
აზერბაიჯანი

ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ასაჩივრებენ მათ წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს

ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ასაჩივრებენ მათ წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს

2016 წლის 9 მარტს ბაქოს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საჩივარს მათ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე. ირინა და ვალიდა ითხოვენ თავიანთი უდანაშაულობის აღიარებას, იურიდიული ხარჯების ანაზღაურებას და კომპენსაციის გადახდას თითქმის ერთწლიანი უკანონო პატიმრობის გამო.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს, თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ დაარღვია ირინა ზახარჯჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას უფლებები, და რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, მათთვის კომპენსაცია გადაეხადა. სასამართლომ უგულებელყო გაეროს ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება, როდესაც 2016 წლის 28 იანვარს ირინა და ვალიდა დამნაშავეებად ცნო.