წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი

იეჰოვას მოწმეები * პირველად 1999 წელს გაატარეს რეგისტრაციაში, ხოლო 2002 წელს ხელახლა მოხდა მათი რეგისტრაციაში გატარება. მომდევნო წლებში მოწმეები გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ, მაგრამ გამუდმებით იყვნენ მთავრობის მხრიდან მკაცრი კონტროლის ქვეშ; მათ რელიგიურ ლიტერატურას ცენზურა აქვს დაწესებული და იქ, სადაც მათი რელიგიური შეხვედრები ტარდება, პოლიცია რეიდებს აწყობს. მას შემდეგ, რაც რელიგიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, იეჰოვას მოწმეების რელიგიურმა გაერთიანებამ 2010 წელს განცხადება შეიტანა ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე, მაგრამ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გამო მთავრობის წარმომადგენლებმა * მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამ რეგისტრაციის გარეშე აზერბაიჯანელი და-ძმები სრულად ვერ სარგებლობენ იურიდიული სტატუსით.

იეჰოვას მოწმეები სულ უფრო მეტად ხდებიან დევნისა და შევიწროების მსხვერპლი, რადგან მთავრობა უფრო ინტენსიურად აკონტროლებს მათ რელიგიურ საქმიანობას. პოლიცია ჩხრეკს ზოგი მოწმის სახლს და მათი პირადი ნივთების, მათ შორის ბიბლიების, კონფისკაციას ახდენს. სამართალდამცავები აკავებენ და ასამართლებენ მოწმეებს იმის გამო, რომ ისინი თავიანთ მრწამს სხვებს უზიარებენ; შედეგად, დიდ ფულად ჯარიმასაც აკისრებენ და აპატიმრებენ. იმ ქალაქებში, სადაც მოწმეები არ არიან რეგისტრირებული, უფლებამოსილი პირები მათ საქმიანობას არაკანონიერად მიიჩნევენ. ისინი არბევენ მათ, აკავებენ და დიდ ფულად ჯარიმებს აკისრებენ.

ვინაიდან ქვეყანაში სამხედრო სამსახურის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, ახალგაზრდა მოწმეები, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, სამართლებრივი დევნის ობიექტები არიან. აზერბაიჯანი, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რადგან არაერთხელ დაარღვია თავისი მოქალაქეების რელიგიის თავისუფლების უფლება და რელიგიურ ლიტერატურაზე ცენზურა დააწესა. 2007 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იეჰოვას მოწმეებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 19 საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

^ აბზ. 2 იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება აზერბაიჯანში

^ აბზ. 2 რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტი