წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 7 იანვარი
აზერბაიჯანი

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მოითხოვს, აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლოს ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მოითხოვს, აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლოს ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს, მოითხოვს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლოს ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა. ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ თვითნებურად დააპატიმრა ორი იეჰოვას მოწმე იმის გამო, რომ სარგებლობდნენ რელიგიის თავისუფლების უფლებით და თავიანთ რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ. მან აგრეთვე დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ არ დაიცვა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმები და უსამართლოდ მოექცა ამ ორ იეჰოვას მოწმეს. ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორი ქალის წინასწარ დაპატიმრებას არ ეხება; მათი აზრით რელიგიური მსახურების გამო მათთვის ნებისმიერი სასჯელის მისჯა თვითნებური და უსამართლო იქნება.

აზერბაიჯანის მთავრობამ არ დააკმაყოფილა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნა და არ გაათავისუფლა ციხიდან ირინა ზახარჩენკო. შემდეგი სასამართლო პროცესი 2016 წლის 7 იანვარს გაიმართება. იმოქმედებს მოსამართლე ეკრამ გეჰრემანოვი საერთაშორისო სტანდარტების თანახმად?